LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7-9 მაისს, რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება

143
რიკოთის გვირაბი

7-9 მაისს, რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა გვირაბის შემოვლით გზაზე იქნება შესაძლებელი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ რიკოთის გვირაბში, მიმდინარე წლის 7-9 მაისს, გვირაბის სახანძრო–სავენტილაციო სისტემების შემოწმებისა და შესწავლის სამუშაოებთან დაკავშირებით, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.

კერძოდ: 7 მაისის 22:00 სთ-დან 8 მაისის 08:00 სთ-მდე;

8 მაისის 22:00 სთ-დან 9 მაისის 08:00 სთ-მდე;

9 მაისს 14:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე.

რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება გვირაბის შემოვლით გზაზე“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები