ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ რამდენიმე კლინიკა ყოველდღიურად ამატებს საწოლფონდს, ასევე სასტუმროების დიდი ნაწილი ინფიცირებულთა განსათავსებლად კვლავ მობილიზდება.
“შემთხვევების რაოდენობა მაღალია დღესაც, კლინიკები მობილიზებულია, ყოველდღიურად რამდენიმე კლინიკა ამატებს საწოლფონდს,იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ 7 500 საწოლი, რაც იყო ჩვენი მაქსიმალური მობილიზაცია ნოემბერი-დეკემბრის პიკის პერიოდში, დაბრუნდება კვირის განმავლობაში. ასევე სასტუმროების დიდ ნაწილი კვლავაც მობილიზდება. ვფიქრობთ, რომ ამ პერიოდსაც ეს მობილიზაცია გაგვატარებინებს, ისე რომ პაციენტს ვისაც სჭირდება ჰოსპიტალური მკურნალობა იყოს ჰოსპიტალში და ვისაც ბინაზე შეეძლება დარჩენა მას გაუწევს ოჯახის ექიმი მეთვალყურეობას“, – განაცხადა გაბუნიამ.