LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

68 წლის ასაკში გარდაიცვალა ოპერატორი ალეკო აბაშიძე

220
BeFunky-collage - 2023-08-31T221411.656

68 წლის ასაკში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, ალეკო აბაშიძე გარდაიცვალა.

აღნიშნულის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზია ავ­რცე­ლებს.

„68 წლის ასაკში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გუნდს გამოაკლდა გამორჩეული თანამშრომელი ალეკო აბაშიძე. ის ტელევიზიის საავტორო შემოქმედებითი გადაცემების მთავარი ოპერატორი იყო, ალეკო აბაშიძე ტელევიზიაში 1992 წლიდან არაერთ გადაცემაზე მუშაობდა.

31 წლის განმავლობაში მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურებოდა თავის საქმეს და ამ პროფესიაში არაერთ თაობას გაუკვალა გზა. მაუწყებელი თანაუგრძნობს ალეკო აბაშიძის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს”, – ვკითხულობთ ტექსტში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები