LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

68 წლის ალა პუგაჩოვამ და 41 წლის მაქსიმ გალკინმა ჯვარი დაიწერეს

78

დღეს რუსულ მედიაში მთავარი თემა ალა პუგაჩოვასა და მისი რჩეულის, მაქსიმ გალკინის ჯვრისწერაა. 68 წლის მომღერალმა და 41 წლის ტელეწამყვანმა ჯვარი მოსკოვის მახლობლად, პატარა ტაძარში დაიწერეს. ჯვრისწერას კი ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ. ცერემონიაზე ვარდისფერ საქორწილო კაბაში გამოწყობილმა რუსული ესტრადის პრიმადონამ საჯაროდ მოიხადა ბოდიში წარუმატებელი ქორწინებების გამო, მათ შორის გამოთქვა სინანული ფილიპ კირკოროვთან ქორწინების გამო. თავის მხრივ კირკოროვმა ყოფილ მეუღლეს გაბედნიერება საჯაროდ მიულოცა.

შეგახსენებთ, რომ ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი უკვე 16 წელია ერთად ცხოვრობენ. მათ ერთმანეთი 2001 წელს გაიცნეს , ხოლო 2011 წელს ოფიციალურად დაქორწინდნენ. 2013 წელს ქვეყანას ტყუპებიც მოევლინენ, რომელიც სუროგატმა დედამ გააჩინა. ჯვრისწერა კი მაშ შემდეგ გადაწყდა, რაც გალკინი რელიგიური გახდა და მოინათლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები