LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

65-მა ყველგანმავალმა ულამაზესი საახალწლო ნაძვის ხე ააწყო (ვიდეო)

31

65-მა ყველგანმავალმა ულამაზესი საახალწლო ნაძვის ხე ააწყო. საინტერესო იდეის ავტორი რუსი ავტომოყვარულები გახდნენ. მძღოლები ერთ-ერთ დასახლებასთან მდებარე ტრიალ მინდორზე შეიკრიბნენ და 65 ავტომობილით ნაძვის ხის ფორმა შექმნეს. უფრო მეტიც, ფლეშმობის მონაწილეებმა განათების სინქრონიზაციაც შეძლეს და „ნაძვის ხე“ საახალწლოდ გაბრწყინდა. ფიგურის სიგრძემ 90 მეტრი შეადგინა და მის შექმნას 2 საათზე მეტი დრო დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ რუსმა მძღოლებმა მსგავსი აქცია გასულ წელსაც მოაწყვეს და მაშინ ნაძვის ხე ბევრად მეტი ავტომობილისგან იყო შექმნილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები