LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

65 დევნილ ოჯახს მცირე ბიზნესის დასაწყებად გრანტი გადაეცა

80

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის“ პროექტის ფარგლებში , ქუთაისისა და წყალტუბოს ახალ ჩასახლებებში მცხოვრები 65 დევნილისთვის ინვენტარისა და ტექნიკის გადაცემის ღონისძიებას დაესწრო.

სამინისტროს ინფორმაციით, თითოეულ დევნილს მცირე ბიზნესის დასაწყებად 500 ევროს ღირებულების საქონელი გადაეცა. პროექტის მიზანია დევნილთა საარსებო წყაროების მხარდაჭერა და მათი შემოსავლის წყაროების გაზრდა. ღონისძიებაზე დევნილებს სხვადასხვა ტიპის ინვენტარი დაურიგდათ, კერძოდ, საკერავი მანქანები, ტექნიკა სილამაზის სალონისთვის, სამშენებლო ინსტრუმენტები, დანადგარები ავტოსახელოსნოსთვის.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“, დანიის ლტოლვილთა საბჭოსთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით, ახორციელებს პროექტს „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე – ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის”. პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და მასპინძელი თემების ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით. პროექტი საქართველოს 5 ქალაქში – ქუთაისი, წყალტუბო, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი – ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები