LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

62 ახალი სამუშაო ადგილი და 118 ნომერი: გორში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება

344
252335927_593010631939658_4391629804982362059_n

ქალაქ გორში, გურამიშვილის ქუჩაზე ახალი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტს კომპანია „ინნ ჯგუფი“ ახორციელებს.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განაცხადა, შვიდ სართულიანი სასტუმროს პროექტს კომპანია სახელმწიფოს თანადაფინანსებით აშენებს და მისი საინვესტიციო ღირებულება 20 მლნ. ლარს აღემატება.

118 ნომრიან სასტუმროში მოეწყობა რესტორანი, ბარი და ლაუნჯი, დახურული საცურაო აუზი, სპა, საუნა, ორი საკონფერენციო დარბაზი და ქართული ღვინის ტრადიციული მარანი, სადაც სტუმრებს შეეძლებათ გაეცნონ ქართულ ტრადიციულ მეღვინეობას.

კომპანია სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარია. კომპანიის მენეჯმენტი მშენებლობის დასრულების შემდეგ 62 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ვარაუდობს. სასტუმროს გახსნა მიმდინარე წლის აგვისტოში არის დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები