ბოლო 24 საათში, კოვიდ-19-ის 1 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდინფექციამ კიდევ 61 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 7 867-ია.
კოვიდ-19-ისგან გასულ დღე-ღამეში 4 905 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 88 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 7 016 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 2 292-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 16 149 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 840, PCR ტესტით – 7 309.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,94%, ბოლო 14 დღის – 9,15%, ბოლო 7 დღის – 8,19%.
დღიურად აცრილთა რიცხვი 16 298-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.