LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

600 ცხენის ძალიანი Polestar 1 პოლარულ წრესთან დრიფტაობს (ვიდეო)

49

კომპანია Polestar-მა პირველი მოდელის, ჰიბრიდული კუპეს – Polestar 1-ის წინასერიული პროტოტიპის ვიდეო გამოაქვეყნა. სატესტო გარბენი შვედეთში, დახურულ პოლიგონზე მიმდინარეობდა, რომელიც პოლარულ წრესთან მდებარეობს, სადაც ჰაერის ტემპერატურა მინუს 25 გრადუსი ცელსიუსია. ავტომობილი ზოგიერთ მონაკვეთზე 200 კმ/საათს ავითარებს.

Polestar კომპანია Volvo-ს შემადგენლობიდან სექტემბერში გამოვიდა. როგორც დამოუკიდებელი ავტომწარმოებელი კომპანია „დამუხტული“ ელქტრომობილების წარმოებით დაკავდება.

Polestar 1-ის სახალხო დებიუტი გასული წლის გაზაფხულზე შედგა. ის Volvo-ს პლატფორმა SPA-ზეა აწყობილი.

წინასწარი შეკვეთის გასაფორმებლად 2 500 დოლარიანი დეპოზიტის შეტანაა საჭირო. წინასწარი ინფორმაციით Polestar 1-ის ფასი 150 000 დოლარია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები