90-იანი წლების სექს-სიმბოლო, მსახიობი ჯინა დევისი წლების შემდეგ პირველად გამოჩნდა ჟურნალისტებთან. ოსკაროსანი მსახიობი პაპარაცებმა ამჯერად აეროპორტში გადაიღეს. ვიზუალურად ის საკმაოდ შეცვლილია, თუმცა გარეგნულად ძალიან გავს იმ ჯინას, რომელიც ჩვენ 90-იანების ფილმებიდან გვახსოვს.
ჯინა დევისი აეროპორტში შავ კაბასა და ყავისფერ მანტოში გამოჩნდა. მსახიობს მზის სათვალე ეკეთა და უღიმოდა ცნობიმოყვარე პაპარაცებს. ის იმ ტოპვარსკვლავების სიაშია, რომლებიც ამჯერად კანის რიგით 69-ე ფესტივალს ესწრებიან.