LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

60+ მოქალაქეებში მაღალია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და დაბალია აცრაზე აქტივობა: ჯანდაცვის მინისტრი

51
ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 60 წელს ზემოთ მოქალაქეების აქტივობა კოვიდ ვაქცინაციაზე ძალიან დაბალია.

აღნიშნულის შესახებ მინისტრმა ვაქცინაციის საბჭოს შემდეგ განაცხადა და თქვა, რომ ძალიან მაღალია მათი ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. ტიკარაძის თქმით, ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია 80-70 წელს ზემოთ მოქალაქეებში.

„ცალსახად გამოიკვეთა ცუდი მაჩვენებელი – ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია 80-70 წელს ზემოთ მოქალაქეებში, ასევე ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მაღალია 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში.

როდესაც ეს მონაცემები ჩვენ შევადარეთ ვაქცინაციის პროპორციასა და, ასევე ვაქცინირებულ მოქალაქეებში ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს, გამოიკვეთა, რომ ძალიან დაბალია მოქალაქეების აქტივობა 60 წელს ზევით.

მნიშვნელოვანია, საბჭომ ყველა იმ მნიშვნელოვან წამახალისებელ ღონისძიებაზე იმსჯელოს, რომელიც გააქტიურებს ჩვენი მოქალაქეების იმ ჯგუფს, რომელთაც აქვთ ყველაზე მაღალი რისკები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

60 გარდაცვლილი და 2 571 ახალი შემთხვევა: განახლებული კოვიდსტატისტიკა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები