LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დადებითი განწყობა, 15 წუთი (მე-60 წუთიდან 75-მდე) ყურადღებით და ყველაფერი კარგად იქნება… კარგია,რომ თამაში არის ხვალ და არა დღეს“ – მიხეილ ცაგარელის პროგნოზი საქართველო-საბერძნეთის მატჩზე

491
Untitled design - 2024-03-25T113536.655

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩი 26 მარტს „დინამო არენაზე“ გაიმართება.

გამარჯვებული გერმანიაში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

„როგორ არიან განწყობილი ვარსკვლავები ცის კაბადონზე საქართველოს ნაკრების მიმართ“, – ამ კითხვით „იმედის დილის“ ეთერში მიხეილ ცაგარელს მიმართეს.

„დადებითი განწყობა… ჩვენ ბიჭებს ვეტყვი, რომ 60-დან 75 წუთამდე – ეს არის დრო, როდესაც საქართველოს ნაკრები ძირითადად აგებს. ანუ უცებ რაღაც მოსდით, პასიურები ხდებიან და პანიკა ეწყებათ. ფსიქოლოგიური მომენტი ექნებათ გადასალახი. მერე ყველაფერი დალაგდება. მოუმატებენ თამაშს. მთავარია, ამ მონაკვეთში ყველამ მაქსიმალური მობილიზაცია მოახდინოს და არავითარ შემთხვევაში პანიკაში არ ჩავარდნენ. ყველაფერი კარგად იქნება, დამერწმუნეთ“, – ამბობს მიხეილ ცაგარელი და დასძენს, რომ „კარგია, თამაში რომ არის ხვალ და არა დღეს“.