ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კრისტინა აგილერამ სიმღერაზე Accelerate ახალი კლიპი გამოუშვა. კლიპში მთავარი გმირი თავად მომღერალია, რომელსაც მსმენელი სხვადასხვა ამპლუაში იხილავს.
კლიპს გამოსვლისთანავე უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა და მას უკვე უწოდეს „ძლიერი და პროვოკაციული“ ვიდეო.
სიმღერა Accelerate სტუდია Ty Dolla $ign-შია ჩაწერილი და შესულია მუსიკოსის ახლ ალბომში Liberation, რომლის რელიზიც 15 ივნისაა დაგეგმილი. სულ ალბომში 15 სიმღერააა. ერთ-ერთი კომპოზიციის პროდიუსერი კანიე უესტია.