LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 უცნობი ტბა საქართველოში, რომელიც ჯერ არ გინახავთ და აუცილებლად უნდა ნახოთ

3607
3594toba

მართალია, ზაფხული უკვე დასასრულს უახლოვდება, მაგრამ კამპანია „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ჯერჯერობით აქტუალობას არ კარგავს. სწორედ ამიტომ, „ფორტუნა“ განაგრძობს თქვენთვის საქართველოში არსებული საინტერესო ტურისტული ადგილებისა და მიმართულებების გაცნობას.

როგორც იცით, ვიზიტორების ინტერესს ხშირად სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას იქ არსებული ტბებიც იწვევს. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა და ის მდიდარია ულამაზესი ტბებით.

ცნობისთვის, ჩვენს ქვეყანაში 860-მდე ტბაა. მათი უმრავლესობა ძალიან პატარაა, ამიტომაც ტბათა საერთო საფარი 170 კმ2-ს არ აღემატება (ქვეყნის ტერიტორიის 0,24%). სიმცირის მიუხედავად, საქართველოს ტბები მრავალფეროვანი გენეზისით გამოირჩევა. აქ არის ტექტონიკური, მყინვარული (ყველაზე დიდი რაოდენობით), მდინარეული, სანაპირო, კარსტული, სუფოზიური, შეგუბებული, მეწყრული და ბოლოს, ანთროპოგენური ტბები. ისინი ძირითადად საზრდოობენ თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით.

უძო, აბანო, სხალთა - 5 ულამაზესი მონასტერი საქართველოში, რომელსაც უნდა ეწვიოთ (ფოტოები)

რელიგიური ტურიზმის პოტენციალი საქართველოში - ის, რაც პილიგრიმებს ჩვენთან დააინტერესებთ

ამჯერად, „ფორტუნამ“ შეარჩია ტოპ-6 ქართული ტბა, რომლის შესახებაც, შესაძლოა, ჯერ არც გსმენიათ.

1. ტანიეს ტბა – მდებარეობს ხევსურეთში, კონკრეტულად არხოტში, მდინარე ტანიეს წყლის ხეობაში. ტბასთან მისვლა შესაძლებელია საცხენოსნო და საცალფეხო ბილიკებით, როდესაც თოვლის საფარი დაბალია, ან დამდნარი.

2. წეროს ტბა – მდებარეობს ბორჯომის რაიონში, სოფელ დაბაძველში, კახისის ტბის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 1808 მეტრ სიმაღლეზე. ტბის წყალი ღია ლურჯი ფერის, მტკნარი და გაუდინარია. ტბაში თევზი არ არის.

3. ოქროს ტბა – მდებარეობს სამეგრელოში, ქალაქ ფოთის მახლობლად, მდინარე მალთაყვასთან. ტბა წარმოადგენს სანიჩბოსნო არხს. ის ხელოვნურად შექმნილია ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისად, ტარდება ვარჯიშები და შეჯიბრებები წყალსათხილამურო სპორტში. 1991 წელს ოქროს ტბაზე ევროპის ჩემპიონატი მოეწყო სანიჩბოსნო სპორტში.

4. ჭინჭაოს ტბა – კრატერული წარმოშობის ტბაა, რომელიც მდებარეობს გურიაში, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე. ტბა სიდიდით არ გამოირჩევა, თუმცა ძალიან ლამაზია და ასეთ სიმაღლეზე განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

9 ნაკლებად ცნობილი ქართული ციხე, რომელიც სავარაუდოდ ჯერ არ გინახავთ (ფოტოები)

ტურისტულად საინტერესო ციხე-სიმაგრეები, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლო

5. საღამოს ტბა – მდებარეობს ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ფარავნის აუზში, ზღვის დონიდან 1996 მ სიმაღლეზე. ტბას აქვს ტრაპეციის ფორმა. საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. საღამოს ტბაზე გაედინება მდინარე ფარავანი. ზამთარში იყინება 4,5 თვით. ტბასთან გაშენებულია სოფელი საღამო.

6. გაბზარული ტბა – მდებარეობს იმერეთში, სოფელ ყუმისთავში, ზღვის დონიდან 166 მეტრზე. გაბზარული ტბის ბუნების ძეგლი გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში, შახტი ფართო ნაპრალის სახით ფოთლოვანი ტყით დაფარულ ფერდობზე იხსნება. ჩრდილოეთისკენ გაწოლილი ნაპრალის სიგრძე 60 მ აღწევს, სიგანე 2-25 მ-ია. ნაპრალის ფსკერზე, ზედაპირიდან 25 მ სიღრმეზე 45 მ სიღრმის სიფონური ტბა მდებარეობს.

ფოტოები აღებულია ვებგვერდიდან: georgiantravelguide.com

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები