LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 თვის ტყუპების ცემის ბრალდებით ძიძა დააკავეს

153

სამართალდამცავებმა 6 თვის ტყუპების ცემის ბრალდებით ძიძა დააკავეს. ვიდეომასალა, რომელშიც, სავარაუდოდ ტყუპების ცემაა ასახული ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა.

47 წლის ქალი უკვე დაკავებულია. მოძალადე ქალს დღეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომას არ დასწრებია არც ბრალდებულის ოჯახის წევრები და არც ტყუპების მშობლები.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, 2017 წელს დაბადებულ ტყუპ და-ძმას, სისტემატურად სცემდა. ბინაში ოჯახის წევრების მიერ ფარულად დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერამ ბავშვებზე მისი ძალადობრივი ქმედება დააფიქსირა, რის შესახებაც მცირეწლოვნების დედამ პოლიციას შეატყობინა”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის საქმზე, საქართველოს სსკ-ს 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით, არასრულწლოვნის ცემა ან სხვაგვარი ძალადობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ

„ქრონიკის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ კადრებში ჩანს ძალადობა, რომელიც მძიმეა სანახავად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები