LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 შვილის დედა ოჯახს თევზაობით არჩენს

38 წლის ირინა გაბინაშვილი ოჯახს თევზაობით არჩენს.

ირინას 6 ბიჭი ჰყავს. მისი უფროსი ვაჟი, შოთიკო ონკოლოგიური პაციენტია, სწორედ მისი მკურნალობის გამო მოუწია ირინას სახლის გაყიდვა და შვილის გერმანიაში გაშვება. სახლის დაკარგვის შემდეგ, ირინა თავის შვილებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, ქირის გადაუხდელობის გამო ისინი ბინიდან გამოუშვეს და ახლა რუსთავში, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობენ.

ირინა თევზაობის გარდა, თავს საახალწლო სათამაშოების გაყიდვით ირჩენს.

ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობს. თუმცა, ირინას ქალისთვის უჩვეულო საქმიანობა – თევზაობა, კვლავ შემოსავლის ძირითად წყაროდ რჩება.

გაბინაშვილების ოჯახის ისტორია ნახეთ სიუჟეტში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები