LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„6 შეცდომა თუ ერთ ღამეში დაუშვა, მაშინ რა გააკეთა?! სავარაუდოდ, ის ვიღაცას ხელს აფარებდა..“ – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას დედა

989
ნატო ანა

„ექსპერტს რაც შეეძლო, როგორც შეეძლო ყველაფერი დააზიანა, ისმის კითხვა: რამ გამოიწვია ეს.. მისმა არაკვალიფიციურმა ქმედებამ თუ ეს მოხდა განზრახ?!“ – ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში ექსპერტის ბრალეულობის შესახებ გოგონას დედა, ნატო ხუტაშვილი „ფორმულასთან“ საუბრობს.

„დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე, ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება“ – ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“

როგორც დაზარალებული ამბობს, მას არ სჯერა, რომ ექსპერტიზა შეცდომით ჩატარდა.

„მე არ მჯერა რომ ეს ქმედება მისი არაკვალიფიციურობიდან გამომდინარეობს, ვინაიდან ამ დროს შეიძლება ერთი ან ორი რაღაც დააზიანო, მაგრამ გამოგეპაროს ამდენი რამე.. 5-6 პუნქტზეა საუბარი..

ასეთი რაღაცები შეცდომით არ ხდება..

იმასაც ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ამხელა სტაჟით ექსპერტმა ამდენი შეცდომა დაუშვას. სავარაუდოდ ის ვიღაცას ხელს აფარებდა.

6 შეცდომა თუ ერთ ღამეში დაუშვა, მაშინ რა გააკეთა?! გაკვეთე მარტო ჩემი შვილი და აუწონე შინაგანი ორგანოები, მეტი რა გააკეთე?!

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაგზავნილი დნმ-ანაწმენდები არის დაობებული, პაკეტი გახსნილი – ეს დანაშაულია – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას დედა

ის რომ გასაჩხრეკია ერთი სახლი და შეცდომით მეორეს ჩხრეკენ, ამაზეც არ ვიცი რა ვთქვა,“ – ამბობს ნატო ხუტაშვილი.

„შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა გვამის გადამალვის მცდელობას“ – „უფლებები საქართველო“ დიდ დიღომში გარდაცვლილ 12 წლის მოზარდის საქმეზე

„სავარაუდოდ მამაკაცის ჩადენილია, რადგან მამაკაცის თმა არის აღმოჩენილი…ბავშვს 39 დაზიანება აქვს, რომელსაც თვითონ ვერ მიიყენებდა” – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები