LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 ქალაქს ახალი ავტობუსები ეყოლება

219
109280434-1536027549908527-6837714642645477152-o

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, 6 ქალაქისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეისყიდა.

ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსების შესყიდვა დაგეგმილია ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთისთვის. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება, ჯამური ღირებულება 19 მილიონი ევროა.

ფონდმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და პროგრამის დეტალები, ავტობუსების ჩამოტანის ეტაპები და ვადები განიხილეს.

პროგრამა ასევე ითვალისწინებს ახალი სამარშრუტო გეგმებისა და სატარიფო სისტემის შედგენას. დაგეგმილია ავტობუსების მძღოლების გადამზადებაც.

ქალაქებს ავტობუსები ოქტომბრიდან ეტაპობრივად გადაეცემა: გორი – 30, ზუგდიდი – 25, რუსთავი – 40, ქუთაისი – 60, თელავი და ფოთი – 10.