LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 ერი გვინდა: BBC მილტონ ჰეიგს ესაუბრა

19

შაბათს საქართველოს მაგარი ჯახი და გამოცდა აქვს: უელსს ვერკინებიტ იმათ მოედანზე. საქართველომ ერთხელაც უნდა დაამტკიცოს, რომ დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრობის ღირსია.

უელსამდე გასამართ თამაშამდე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, მილტონ ჰეიგი იმედოვნებს, რომ ნაკრებისთვის მომდევნო ნაბიჯი ექვსი ერის ჩემპიონატი იქნება.

რამდენიმე წლის წინ ამაზე საუბარი სავარაუდოდ უცნაური იქნებოდა, მაგრამ საქართველო მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-12 ადგილზეა და იტალიასაც კი უსწრებს.

უელსამდე საქართველომ კანადას ბრწყინვალე სტილში მოუგო – 54:22. საქართველო იმედოვნებს, რომ რაგბის საუკეთესო მაგიდაზე სავარძელს მოიპოვებს.

BBC-ის კორესპონდეტი ესაუბრა მილტონ ჰეიგს და მან შემდეგი განაცხადა:

“ექვსი ერის არის, ის რაც ჩვენ გვჭირდება.
მე სამ წელიწადზე ვსაუბრობ, ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება ჩვენი თამაშის გასაუმჯობესებლად.
გვესმის, რომ გვჭირდება მუდმივი წინსვლა, რათა დავრჩეთ ბორტზე. რომელ გზაზეც არ უნდა ვიყოთ, თუ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ბრძოლაში ორივე ხელით ჩავებმევით”, – ამბობს ჩვენი გუნდის დამრიგებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები