LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“6 დღე იყო ხელოვნურ სუნთქვაზე, მეექვსე დღეს დაგვახვედრეს ამბავი, რომ გული გაუჩერდა” – რას ჰყვება კორონავირუსით გარდაცვლილი გოგონას მამა

203
unnamed

კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის გოგონას, თეკლა თორდიას მამა აცხადებს, რომ მისი შვილის მდგომარეობა ვირუსის დადასტურებიდან მე-5 დღეს დამძიმდა.

გოგონას საავადმყოფოში გადაყვანა კი უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა.

“მეხუთე დღე იყო, რომ გაურთულდა მდგომარეობა, ხველება დაეწყო, დავრეკეთ სასწრაფოში. ორშაბათი დღე იყო, როცა კოვიდსასტუმროში გადავიყვანეთ. იმიტომ გადავიყვანეთ კოვიდსასტუმროში, რომ ამბობდნენ კლინიკებში ადგილები არ არისო. პირველ დღეს ხელოვნურად ასუნთქეს ჟანგბადი, სასწრაფო გამოიძახეს. შემდეგ მეორე დღესაც იგივე დაემართა, ისევ ჟანგბადი და ამასობაში ჩვენც მივედით, იმიტომ, რომ უკვე მძიმე მდგომარეობა იყო. ექიმი ჩამოვიდა და გვითხრა, კლინიკაში გადაყვანაა საჭიროო, სასწრაფოს ველოდებოდით 3-4 საათი, ამასობაში ვრეკავდით ჯანდაცვის სამინისტროში ცხელ ხაზზე, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ არ გვეხება გადაყვანის საკითხიო. გამოდიოდა ისე, რომ გვეუბნებოდნენ, არ არის ადგილებიო. შემდეგ, როგორც იქნა მოვიდა სასწრაფო. კოვიდსასტუმროს ექიმიც იქ იყო. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ჩამოვიდა სასწრაფოს ბრიგადა და გვითხრეს კარგი ამბავი გვაქვს, გერმანულ ჰოსპიტალში გადავიყვანთო, მაგრამ დაგვიანებული აღმოჩნდა. 6 დღე იყო ხელოვნურ სუნთქვაზე. მეექვსე დღეს დაგვახვედრეს ამბავი, რომ გული გაუჩერდა. ორჯერ – სამჯერ მოაბრუნეს, მაგრამ საბოლოოდ დაფიქსირდა გარდაცვალება”,- განაცხადა მან “პალიტრანიუსის” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები