LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 დღე გატაცებიდან – მაია ოთინაშვილს “წითელი ჯვრის” წარმომადგენლები მოინახულებენ

100

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცხინვალის ოფისის წარმომადგენლები ოკუპანტების მიერ გატაცებულ მაია ოთინაშვილს, სავარაუდოდ, დღეს მოინახულებენ. მათ იზოლატორში შესვლის უფლება მისცეს.

მაია ოთინაშვილი, რომელიც რუსმა სამხედროებმა საკუთარი ნაკვეთიდან ძალის გამოყენები აიყვანეს, ამ დრომდე ცხინვალის დროებითი მოთავსების  იზოლატორში რჩება.

უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა ვითარებაში იმყოფება სოფელ ხურვალეთიდან გატაცებული.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პრემიერ მინისტრმა. მამუკა ბახტაძის თქმით, შესაბამისი უწყებები 24 საათიან რეჟიმში იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად.

ოკუპირებული ცხინვალიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, მაია ოთინაშვილს ათდღიანი ე.წ  წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

37 წლის მაია ოთინაშვილი ოკუპანტებმა გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფელ ახალი ხურვალეთიდან 29 სექტემბერს გაიტაცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები