აშშ-ში მკვლელი დანაშაულის ადგილზე გადაღებული სელფის დახმარებით იპოვეს. უჩვეულო ისტორიას Metro ავრცელებს.
სისხლიანი გარჩევა ვისკონსინის შტატში მოხდა და მის უკან 34 წლის ტრევის ლამარი და მისი ბიძაშვილი იდგნენ. მკვლელობა ნარკოდილერთა ბუნაგის გაძარცვის მცდელობას მოყვა.
ტრევისმა იმისათვის, რომ მოწმეები არ დაეტოვებინა, ყველა მოკლა. პოლიციამ დამნაშავის პოვნა 4 თვის შემდეგ შეძლო. ლამარის მკვლელობასთან კავშირი დანაშაულის ადგილზე გადაღებული სელფით დადასტურდა. ფოტოში მკვლელი ერთ-ერთი ნარკოდილერის სათვალითა და ბოტასებით პოზირებდა.
დაკავებულს ბრალი უკვე წაუყენეს და მან ყველაფერი აღიარა. რაც შეეხება მეორე ეჭვმიტანილს, პოლიცია მის კვალზე ჯერ-ჯერობით ვერ გავიდა.