LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

59 წლის შერონ სტოუნი ძალიან მოკლე კაბით გამოჩნდა

38

59 წლის თვალისმომჭრელი ვარსკვლავი შერონ სტოუნი აქტუალობას არ კარგავს, მსახიობი ასაკის მიუხედავად არაჩვეულებრივ ფორმაშია. ბევერლი ჰილსზე გამართულ კონფერენციაზე, რომელიც ქალთა ჯანმრთელობის დაცვის ინიციატივას ეხებოდა, მსახიობი მოკლე შავ კაბაში გამოწყობილი მივიდა. აკადემიურობანარევ სექსუალურ იმიჯს მსახიობმა ტყავის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით გაუსვა ხაზი.

შერონ სტოუნს ახალგაზრდობისა და სილამაზის რეცეპტზე არაერთ ინტერვიუში უსაუბრია, მსახიობი ყოველ ჯერზე აღნიშნავს, რომ დაკავებულია სპორტით, მკაცრად აკონტროლებს კვების რეჯიმს და, რაც მთავარია, ცდილობს მუდამ პოზიტიურად იფიქროს და არ დაკარგოს ადამიანებისადმი თანაგრძნობის უნარი. ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები