მონიკა ბელუჩი რომის კინოფესტივალის გახსნას დაესწრო და თავისი სილამაზითა და მომხიბვლელობით დამსწრე საზოგადოება მონუსხა.
ამ დღეს 59 წლის მონიკას შავი, სხეულზე მომდგარი და ბოლოში გაშვებული ელეგანტური კაბა ამშვენებდა. მას „კარტიეს“ სამკაულები ეკეთა, რომელთა საერთო ღირებულებაც 6000 ფუნტი სტერლინგია.
მონიკას „ლუქს“, კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა „კრისტიან ლაბუტენის“ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი (1600 ფუნტი). მსახიობის „ლუქს“ კი 1500 ფუნტის ღირებულების „დოლჩე და გაბანას“ პატარა ხელჩანთა ასრულებდა.
ტიმ ბარტონმა მონიკა ბელუჩს, პაემანზე წასაყვანად, სახლთან მიაკითხა – ისე, როგორც ფილმებში
58 წლის მონიკა ბელუჩის თვალწარმტაცი ფოტოები – ლამაზმანმა Harper’s Bazaar-ის გარეკანი დაამშვენა