წინა წელთან შერდარებით, 2019 წელს საქართველოში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვალების შემთხვევები 5%-ით არის გაზრდილი. 2019 წლის განმავლობაში სულ 5 839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს.
9,5% გაზრდილია ასევე საგზაო შემთხვევების რიცხვიც. რაც შეეხება დაშავებულთა რაოდენობას, სტატისტიკის მიხედვით, ის 12 %-ით შემცირებული იყო.
დედაქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 2019 წელს 10%-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე წინა წელს. ავტოსაგზაო შემთხვევები 8%-ით არის გაზრდილი, დაშავებულობა კი 11%-ით შემცირდა. გასულ წელს თბილისში, ჯამში სულ 2891 ავარია მოხდა, დაიღუპა 100 და დაშავდა 3430 ადამიანი.
ავარიებში 116 ადამიანი დაიღუპა – 2019 წლის სტატისტიკა
შსს-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსფრთხო გზებისთვის“ აცხადებს, რომ 2019 წელს საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე 16 წლამდე 19 მოზარდი დაიღუპა, საიდანაც 16 მგზავრი იყო, 3 – ქვეითად მოსიარულე, ხოლო დაშავდა 853 ადამიანი. რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, 2018 წელს 21 მოზარდი დაიღუპა და 1012 დაშავდა, 2017 წელს 23 დაიღუპა და 955 დაშავდა.
ორგანიზაციის განმარტებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებს შორის სახელდება შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში და ა.შ.
როგორ ახერხებს ნორვეგია, რომ ავარიებში მსხვერპლი არ აქვს: შევადაროთ საქართველოს