რომანის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, მონიკა ბელუჩი და ტიმ ბარტონი ერთად პირველად გამოჩნდნენ. 58 წლის მსახიობი და 64 წლის რეჟისორი, ლონდონში, რესტორნიდან გამოსვლის დროს გადაიღეს. წყვილი ერთნაირ ტანისამოსში იყო გამოწყობილი, ისინი ხელიხელჩაკიდებული მისეირნობდნენ.
ცნობისთვის, გასულ კვირას მონიკა გამოცემა Elle France-სთან ახალ შეყვარებულზე პირველად ალაპარაკდა.
„რა შემიძლია გითხრათ, ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანს შევხვდი, ასეთი შეხვედრები ცხოვრებაში ძალიან იშვიათად ხდება. მე ვიცნობ ამ ადამიანს… მე მიყვარს ეს ადამიანი. და აი, მე ახლა მასთან მივდივარ. ახალი თავგადასავლები იწყება…“, – განაცხადა ბელუჩიმ.