LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

57 წლის სინდი კროუფორდი და მისი 22 წლის ქალიშვილი წითელ ხალიჩაზე ანათებენ

364
კაია-გერბერი

90-იანი წლების სუპერმოდელი, სინდი კროუფორდი ამჯერად კომპანია „ომეგას“ წვეულებაზე იმყოფებოდა. 57 წლის ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე ბრწყინავდა შავი ფერის სადა, მაგრამ ძალიან ორიგინალურ კაბაში. მის ანსამბლს მაღალყელიანი ჩექმა და ულამაზესი კლატჩი ასრულებდა.

სინდის გვერდს უმშვენებდა მისი ქალიშვილი, თანამედროვე მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი, კაია გერბერი. 22 წლის ლამაზმანი დედის მსგავსად, შავებში იყო გამოწყობილი. მას ტანზე მომდგარი როლინგი და გოფრირებული მინი-ქვედაბოლო ეცვა.

ულამაზესი კაია გერბერი „აზედინ ალაიას“ უახლესი კოლექციის ფოტოსესიაში

ფოტო: დედა თუ შვილი? – სინდი კროუფორდისა და კაია გერბერის ფოტოები ინტერნეტს იპყრობს

57 წლის სინდი კროუფორდი მომაჯადოებელი ღიმილით კრემისფერ კაბა-ხალათში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები