“ძირითადი ინსტიქტის” პრემიერის შემდეგ ბევრი წელი გავიდა. მაცდუნებელი, საბედისწერო ქალის როლის შესრულება შერონ სთოუნისთვის ზედმეტად წარმატებული აღმოჩნდა.
20 წლის შემდეგ კი 57 წლის ვარსკვლავმა კვლავ გადაწყვიტა საზოგადოების გაოცება და Harper’s Bazaar-სთვის გაშიშვლდა. შავ-თეთრი ფოტოსესიის ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი მარკ აბრაჰამსია.
სრულიად შიშველი შერონ სთოუნი თამამად პოზირებს ქუსლიანი ფეხსაცმელებით და მძივებით ფოტოობიექტივის წინ. მსახიობი არასოდეს მალავდა, რომ ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად პლასტიკური ქირურგიისთვისაც მიუმართავს და სილამაზის ინექციებიც კი გაუკეთებია. შეიძლება ფოტოგრაფმა ფოტოსესიას ცოტა ფოტოშოპიც მიაშველა, თუმცა ეს ყველაფერი ხელს არ უშლის იმას, რომ თამამად ითქვას – შერონ სთოუნი 57 წლის ასაკშიდაც კი შეუდარებელია.