საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით, 56:6 დაამარცხა.
თამაშს მიხეილ მესხის სტადიონი სტუმრობდა.
„ბორჯღალოსნები“ მსოფლიო თასის წინ კიდევ 2 ტესტ მატჩს ჩაატარებენ.
19 აგვისტოს კვლავ „მიხეილ მესხზე“ აშშ-ის ნაკრებს უმასპინძლებს, 26 აგვისტოს კი სტუმრად შოტლანდიას ეთამაშება.
შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები С ჯგუფში უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია იქნებიან.