„პარიზის მოდის კვირეულის“ ფარგლებში, Isabel Marant-ის 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის ქალის ტანისამოსი კოლექციის ჩვენება გაიმართა. გლამურულ ღონისძიებას, 56 წლის პამელა ანდერსონი დაესწრო. სექს-სიმბოლო ამჯერად საოცრად მოკრძალებული „ლუქით“ გამოჩნდა.
ამ დღეს მას გრძელი ყვითელი კაბა ამშვენებდა, რომელსაც მან ამ ამავე ფერის ჩანთა და ღია ფეხსაცმელი შეუხამა.
საზოგადოება გაოცებული დარჩა იმით, რომ პამელა „პარიზის მოდის კვირეულზე“ ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე მივიდა.
„ფლეიბოიდან-ფერმერობამდე“ – 56 წლის პამელა ანდერსონის უახლესი ფოტოები