ცოტა ხნის წინ, მონიკა ბელუჩი ათენში ჩაფრინდა, რათა იქ რეჟისორ ტომ ვოლფის მიერ დადგმული ახალი სპექტაკლი წარედგინა. „მარია კალასი: წერილები და მოგონებები“, ასე ქვია სპექტაკლს, სადაც 56 წლის ბელუჩი ლეგენდარულ მარია კალასს განასახიერებს. ჩვენება ,,ოდეონ გეროდ ატიკას” სცენაზე გაიმართა. სხვათა შორის სწორედ ამ უძველესი თეატრის სცენაზე გამოდიოდა მარია კალასიც.
თავად სპექტაკლი მარია კალასის წერილებისა და მოგონებების მიხედვით შეიქმნა, რომელსაც ტომ ვოლფმა მოუყარა თავი. რეჟისორმა ჯერ წიგნი დაწერა, შემდეგ ის ის სპექტაკლად გარდაქმნა.
ფოტოებზე, რომელიც ინტერნეტში ვრცელდება, შავებში გამოწყობილი მონიკა ბელუჩი კალასის მიერ დაწერილ წერილს კითხულობს.