LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

56 წლის მეგ რაიანი თეთრებში ანგელოზსს შეადარეს (ფოტო)

334

90-აინი წლების ყველაზე პოპულარული მსახიობი, მეგ რაიანი ნიუ-იორკში კრისტიან სირიანოს ჩვენებას დაესწრო. თეთრ ანსამბლში გამოწყობილი 56 წლის მსახიობი გამორჩეულად ლამაზი ჩანდა. თეთრ პიჯაკსა და შარვალს ჰოლივუდის ვარსკვლავმა მინიმალისტური მაკიაჟი შეუხამა. ვარცნილობა კი ზუსტად ისეთი ჰქონდა, როგორც ცნობილ ფილმში „როცა ჰარი შეხვდა სალის“. მან წითელ ხალიჩაზე დიდხანს იპოზიორა ფოტოგრაფებთან, ის მედიაში ანგელოზსაც შეადარეს.

იანვარში ცნობილი გახდა, რომ მეგ რაიანი ეკრანზე ბრუნდება. ის მთავარ როლს შეასრულებს ბრედ ჰოლის სატელევიზოო სერიალში Picture Paris. სერიალს 2011 წელს გადაღებული, ამავე სახელწოდების მოკლემეტრაჟიანი ფილმის მიხედვით გადაიღებენ. სერიალი ცოლ-ქმრის ისტორიას გვიყვება, რომლებიც საცხოვრელად პარიზში გადადიან, მას მერე რაც შვილები სახლს ტოვებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები