გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ 56 წლის მეგ რაიანი ბოიფრენდზე, 65 წლის როკ-მუსიკოსზე ჯონ მელენკამპზე დაინიშნა. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან რამოდენიმე დღეში 90-იანი წლების მეგავარსკვლავი ნიუ-იორკში Icon Award-ის ცერემონიალის საპატიო სტუმარი გახდა. მსახიობი ბრწყინავდა შავი ფერის გამჭვირვალე კაბაში, რომელსაც თეთრი სარჩული და ასევე თეთრი ფერის ფიფქები ამშვენებდა.
ბოლო დროს მეგ რაიანი გარეგნულად საოცრად შეიცვალა და ამის მიზეზი მრავლობითი პლასტიკური ოპერაციები გახდა. ამის გამო ის არაერთხელ მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში. პირად ცხოვრებაში წარუმატებელი პერიოდის შემდეგ, რაიანმა ნამდვილი სიყვარულიც იპოვა და ძველი ფორმებიც დაიბრუნა.