5555 ლარიანი iPhone 8 საქართველოში უკვე გაიყიდა. ახალი სმარტფონი ექსკლუზიურ ფასად უცხო ქვეყნის მოქალაქემ შეიძინა. როგორც ”ფორტუნას” ტექნიკის მაღაზიათა ქსელ Iphone+ ში განუცხადეს, მუქი ნაცრისფერი iPhone 8 ირანელმა ვიზიტორმა იყიდა, რომელმაც მასში 5555 ლარი გადაიხადა.
”როგორც ჩვენმა უცხოელმა კლიენტმა აღნიშნა, ირანში Apple-ის სმარტფონები ძნელად იშოვება, შესაბამისად, ირანელებს iPhone-ს შეძენა სხვა ქვეყნებში უწევთ. ასე რომ, ჩვენი მყიდველი ერთ-ერთი პირველი იქნება, ვისაც ირანში iPhone 8 ექნება”, – განმარტეს კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, ვინაიდან პირველი iPhone 8 ჩვენს ქვეყანაში უკვე გაიყიდა, ამიერიდან მისი ფასი 2539 ლარიდან დაიწყება .
”24 სექტემბრიდან ჩვენს ქსელში წარმოდგენილი იქნება ახალი სმარტფონი სხვადასხვა ფერში და მომხმარებელი 3 საათიდან შეძლებს მათ შეძენას. რაც შეეხება ფასებს, IPhone 8 64GB Silver 2539 ლარი ეღირება, IPhone 8 64GB Gold- 2539 ლარი, IPhone 8 plus 64GB Black- 2839 ლარი, 64GB Silver- 2839 ლარი , 64GB Gold- 2839 ლარი , ხოლო 256GB Black-3199 ლარი”, – აღნიშნეს ტექნიკის მაღაზიათა ქსელში.
მათივე ცნობით, კიდევ ერთი ახალი სმარტფონის iPhone X -ის (იგივე iPhone 10) გაყიდვები საქართველოში 3 ნოემბრიდან დაიწყება. მისი ექსკლუზიური ღირებულება 9999 ლარი იქნება.
შეგახსენებთ, კომპანია Apple-მ ერთგულ თაყვანისმცემლებს სამი ახალი სმარტფონი – iPhone 8, iPhone 8 Plus და iPhone X (იგივე iPhone 10) 12 სექტემბერს წარუდგინა.