55 წლის სოფი მარსომ მონაწილეობა მიიღო ქალაქ ანგულემში გამართულ ფრანგული კინოს რიგით მე-15 კინოფესტივალზე. კინოვარსკვლავი ბრწყინავდა ცისფერი და თეთრი ფერებით გაფორმებულ სექსუალურ კომბინეზონში. მარსომ ამჯერად არჩევანი მოკლე ვარცხნილობასა და მინიმალურ მაკიაჟზე გააკეთა.
სოფი მარსომ კინოფესტივალზე მისი მონაწილეობით გადაღებული ახალი ფილმი „ჩვენი დროის გმირი ქალი“ წარადგინა.