LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

54 წლის მამაკაცმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით 6 პირი დაჭრა, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა – შსს კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

146
BeFunky-collage (8)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კიკეთში მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა.

„სახლში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა.. დაკავებულია 1 პირი“ – რას აცხადებენ შსს-ში და რას ამბობენ ადგილობრივები, ახალი დეტალები კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე

კიკეთში სროლის შედეგად დაჭრილებიდან ერთი პირი გარდაიცვალა

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 54 წლის მამაკაცმა ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას ავტომატიდან გასროლით 6 პირი დაჭრა, რომელთაგანაც ერთი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული გ.ნ. ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 პირი დაჭრა. 1971 წელს დაბადებული გ.გ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანარჩენი 5 პირი კი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

ბრალდებული გ.ნ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ იგი მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დაჭრილები, 2 მამაკაცი და 2 ქალი თბილისის კლინიკებში გადმოიყვანეს.

ნიუ-ჰოსპიტალსის” ექიმის რაჯი ისმაილოვის განცხადებით, კიკეთში მომხდარი სროლის დროს დაჭრილი 2 ქალის მდგომარეობა სტაბილურია.

“ორივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, პირველადი სამედიცინო დახმარება ჩავუტარეთ და შესაბამისი კვლევების საფუძველზე გადავწყვეტთ, დავტოვებთ კლინიკაში თუ გავწერთ სახლში,” – აღნიშნა ექიმმა.

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: ipn

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები