ვენსან კასელი და თინა კუნაკი არდადეგებს ბრაზილიაში ატარებენ. 53 წლის კასელისა და 23 წლის კუნაკის ახალი ფოტოები რიო-დე-ჟანეიროშია გადაღებული. ფოტოებზე შავი ფერის საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი კუნაკი ზღვაში ბანაობს, მოგვიანებით კი ჰამაკში მეუღლესთან ერთად რომანტიკით ტკბება.
საინტერესოა, რომ პოპულარულმა წყვილმა ახალი წელიც ბრაზილიაში გაატარა. მათთან ერთად იმყოფება 8 თვის ქალიშვილიც, რომლის ფოტოც ამ დრომდე არ გასაჯაროვებულა.