კაილი მინოუგმა ,,გრემ ნორტონის შოუში” მიიღო მონაწილება, სადაც ნამდვილი ფურორი მოახდინა. 52 წლის ავსტრალიელი ლამაზმანი ბრწყინავდა ბისერებით გაფორმებულ მბზინავ კაბაში. სცენაც დისკო სტილში იყო გაფორმებული და კაილიმ 90-იანი წლების იმიჯით ნადვილი შოუ შექმნა.
მომღერალი ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც წლების წინ, როდესაც ის იწყებდა მომღერლის კარიერას. ინტერვიუში კი მან პრინცთან შეხვედრა გაიხსენა, რომელსაც თავის კუმირი უწოდა. კაილი ამბობს, რომ დუეტი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, თუმცა ბოლო მომენტში ყველაფერი შეიცვალა. ასევე გამოტყდა, რომ ცნობილი სიმღერის Baby Doll-ის შექმნაში თავადაც მიიღო მონაწილეობა.