52 წლის ავსტრალიელი ლამაზმანი კაილი მინოუგი ლონდონში, საშობაო შოუს გადაღებებზე გამოჩნდა. მან სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა ფოტო გადაღებებიდან, სადაც ბრწყინავს ცნობილი ლიბანელი დიზაინერის „ჯორჯ ჰობეიკას“ ცისფერ კაბაში. კაბა დეკოლტირებულია, დიდი ჭრილით, ულამაზესი ბისერებითა და ფიფქებითაა გაფორმებული. ორიგინალურ ვერსიაში კაბას აქვს უზარმაზარი შლეიფი, რომელიც კაილიმ არ გამოიყენა.
მომღერალს ცისფერი კაბა „აქუაზურას“ კრისტალებით გაფორმებულ ულამაზეს ფეხსაცმელთან აქვს შეხამებული.