როგორც უკვე იცით, „ჯეიმს ბონდის“ მე-5, დასკვნით ნაწილს სულ მალე ვიხილავთ. მასში 52 წლის მსახიობი დენიელ კრეიგი უკანასკნელად მიიღებს მონაწილეობას.
ახალი „ჯეიმს ბონდის“ პირველი თიზერი გამოქვეყნდა (ვიდეო)
ფილმის რეჟისორი კერი ფუკუნაგაა, მთავარ როლს კი როგორც უკვე გითხარით, დენიელ კრეიგი ასრულებს, რომელიც აღნიშნულ როლში ბოლოჯერ მოგვევლინება
მსახიობმა ჟურნალ GQ-ს, აგენტი 007-ის ამპლუაში, უკანასკნელი ინტერვიუ მისცა და ცხელი ფოტოებიც გადაიღო, სადაც მსახიობი წელს ზემოთ შიშველია. ის შეუდარებლად გამოიყურება და კიდევ ერთხელ ამტკიცევს, რომ მამაკაცს ასაკი საოცრად უხდება.
შეკითხვაზე, თუ რას აპირებ უკანასკნელი როლის შესრულების შემდეგ, მსახიობმა უპასუხა: „ვაპირებ კიდევ ერთი შვილი ვიყოლიო“.
შეგახსენებთ, დენიელ კრეიგი და მისი მეუღლე, რეიჩელ ვაისი 2 წლის ქალიშვილს ზრდიან.