მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 52 მილიონს გადააჭარბა.
worldometers-ზე განახლებული ბოლო მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, საერთო ჯამში, კოორნავირუსის 52 440 433 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 36 676 552 და დაიღუპა 1 289 730 ადამიანი.
კორონავირუსის ყველაზე მეტი – 10.7 მილიონი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მეორე ადგილს ინდოეთი 8.6 მილიონი შემთხვევით იკავებს, მესამეზე კი ბრაზილიაა 5.7 ინფიცირებულით. მეოთხეზე კი საფრანგეთი.
ამასთან, მსოფლიოში მილიონზე მეტი შემთხვევა რუსეთში, ესპანეთში, იტალიაში, არგენტინაში, გაერთანებულ სამეფოსა და კოლუმბიაში ფიქსირდება.