ტორონტოს კინოფესტივალზე მისულმა ჰოლი ბერიმ, რომელმაც ახალი ფილმი „კინგი“ წარადგინა, გარშემომყოფების ყურადღება თამამი დეკოლტეთი მიიპყრო. 51 წლის მსახიობი არაჩვეულებრივ ფიზიკურ ფორმაშია და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა.
რაც შეეხება ფილმს, „კინგი“ კრიმინალურ დრამას წარმოადგენს, რომელიც 1991 წელს, ფერადკანიანი ტაქსისტის, როდნი კინგის პოლიციელების მიერ ცემის ფაქტს ასახავს. ფილმში ბერის პარტნიორობას დენიელ კრეიგი უწევს, რომელიც ჰოლის პერსონაჟსა და მის რვა აყვანილ შვილს ძალადობისგან იცავდა, რაც იმ დროინდელ ლოს-ანჯელესში მეფობდა.ფოტოები