LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

51 წლის ელიზაბეტ ჰარლი შეუდარებელ ფორმაშია

40

90-იანი წლების ერთ-ერთი მთავარი ლამაზმანი, ელიზაბეტ ჰარლი საზოგადოებაში არც ისე ხშირად ჩნდება, შესაბამისად როდესაც ასეთი მომენტი დგება, მის გარშემო განსაკუთრებული ინტერესი ვლინდება.

ამ დღეებში ჰარლი სპექტაკლის „ამერიკელი პარიზში“ პრემიერას ვაჟიშვილთან, დემიენთან ერთად დაესწრო. 51 წლის მსახიობი, რომელსაც მოკლე ბრჭვიალა შავი კაბა ეცვა, არაჩვეულებრივ ფორმაში იყო. ჰარლიმ კაბას ასევე შავი ფერის მოსასხამი და პატარა ზომის ხელჩანთა, ფეხზე კი ღია ფეხსაცმელი მოუხდინა.

რაც შეეხება ვაჟიშვილს, 14 წლის დემიენი კლასიკურ შავი ფერის შარვალსა და პიჯაკში და თეთრ პერანგში იყო გამოწყობილი.

სპექტაკლის ცნობილ სტუმრებს შორის სელმა ჰაიეკის ნახვაც იყო შესაძლებელი. ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები