LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

51%-მდე: ევროპის რომელ ქვეყნებში გაიზარდა ყველაზე მეტად სასტუმროს ფასები

117
1692878711-2372

STR-ის სასტუმრო ანალიტიკის ბოლო მონაცემებმა აჩვენეს მზარდი ზრდა მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ევროპაში. საუბარი ზაფხულის სეზონზეა.

SchengenVisaInfo.com წერს, რომ დღიური საშუალო ფასი (ADR) ივლისში 6.3%-ით გაიზარდა წინა წლის ამავე თვესთან შედარებით. ამავე პერიოდში ევროპული ფასები კი 13.4%-ით არის მომატებული.

ყველაზე მნიშვნელოვნად ფასები ამ ქვეყნებში გაიზარდა:

იტალია – 51% (2019 წელთან შედარებით)
დიდი ბრიტანეთი – 31%
ესპანეთი – 30%
გერმანია – 18%

ამასთან, STR-ის ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ მომავალ წელს სასტუმროს ფასები ბევრად გაწონასწორებული იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები