LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

51-ე სკოლასთან მოზარდებს შორის დაპირისპირება მოხდა

392
20161111173445328414394

51-ე სკოლასთან მოსწავლეებმა იჩხუბეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა მოსწავლეები სკოლის ბოლო ზარს აღნიშნავდნენ.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან თვითმხილველები ამბობენ, რომ ადგილზე ბევრი ხალხი, უმეტესად კი სკოლის მოსწავლეები იყვნენ. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ჩხუბში მონაწილე ბიჭებს ეცვათ თეთრი პერანგები წარწერებით, ამიტომ ისინი ფიქრობენ, რომ ყველა მათგანი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან.

 

„რა მოხდა და როგორც ხდება ამ დამპალ სკოლაში ის მოხდა. დამამთავრებელი კლასია. იყო დანების ტრიალი, ლეწვა, ნგრევა. სავსე იყო, ნემსის ყუნწი არ ვარდებოდა იმისთანა ცემა-ტყეპა და უბედურება იყო. არ შეიძლება. ყოველ დღე ერთი და იგივე. პოლიცია სადაც იყო? პოლიცია ახლა მოვიდა რომ გამოვიძახეთ,“-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

როგორც “ფორტუნას” შს სამინისტროში განუცხადეს, მოზარდებს შორის ჩხუბი მართლაც მოხდა, თუმცა დაჭრის ფაქტი არ ფიქსირდება.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები