LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ეტაპზე არავითარი დამატებითი შეზღუდვის დაწესება არ განიხილება: ამირან გამყრელიძე

71
ამირან გამყრელიძე

“ამ ეტაპზე არავითარი დამატებითი შეზღუდვის დაწესება არ განიხილება”, – ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

გამყრელიძე საზოგადოებას კორონავირუსის პრევენციისათვის დაწესებული რეგულაციების შესრულებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგები ხელისუფლებასთან ერთად ცდილობენ, ქვეყანაში მძიმე ლოკდაუნი არ დაწესდეს, რადგან ეს მძიმე იქნება, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ეკონომიკისთვის.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 085 ახალი დადასტურებული შემთხვევადადებითობის მაჩვენებელი 3 %-ს გადასცდა, თბილისსა და სამეგრელო-ზემოსვანეთში ყველაზე ბევრი შემთხვევაა

“ყველა ვცდილობთ, რომ ქვეყანაში მძიმე ლოკდაუნი არ იყოს. ეს ძალიან მძიმე იქნება საზოგადოებისთვის, ეს ძალიან მძიმე იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამიტომ, რეკომენდაციები უნდა დავიცვათ. 

4% ჩვენ ზღვარად გვქონდა, როცა ვითარება მსუბუქდებოდა. ახლა დადებითობის მაჩვენებელი 2 კვირის მანძილზე გვაქვს 2.56% მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, მარტო ამით ვერ იმსჯელებ. აქ აუცილებელია იმის ცოდნა, როგორია საავადმყოფოების, რეანიმაციული განყოფილებების, რესპირატორების და ა.შ დატვირთვა. რამდენიმე ინდიკატორია, რის შემდეგაც საბჭო ამ საკითხებზე მსჯელობს.

ვადასტურებ, რომ რესტორნები ვირუსის გავრცელების მთავარი ფაქტორია. მეტი რისკი არის ის დაწესებულებები, სადაც არ არის დაცული რეკომენდაციები – 2-მეტრიანი დისტანცია მაგიდებს შორის, მაქსიმუმ 4 ადამიანი ერთ მაგიდასთან და სხვა.

ამ ეტაპზე არავითარი დამატებითი შეზღუდვის დაწესება არ განიხილება”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.