LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

500-მა უკრაინელმა ტურისტმა სახლში დაბრუნება ჩიტის გამო ვერ შეძლო

47

500-მა უკრაინელმა ტურისტმა სახლში დაბრუნება ჩიტის გამო ვერ შეძლო. გამოცემა “Hromadske”-ს ინფორმაციით, ასობით მოგზაური თურქეთის აეროპორტში ჩარჩა და გაფრენას ვერ ახერხებდა. ლაინერის ტექნიკური პრობლემის მიზეზი კი ძრავში მოხვედრილი ჩიტი გახდა. შექმნილი ვითარების გამო ლაინერის მწყობრში მოყვანა დროულად ვერ შეძლეს, ამიტომ მგზავრები სხვადასხვა სასტუმროებში გადაანაწილეს და მათი საკვების ხარჯებიც აანაზღაურეს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინელებმა სახლში დაბრუნება მხოლოდ მეორე დღეს შეძლეს და საყვედური არც ერთ მათგანს არ გამოუხატავს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები