50 წლის ასაკში მოდელის კარიერა დასრულებულია, თუმცა, როგორც ჩანს, არა სინდი კროუფორდის შემთხვევაში. კვირას, სუპერმოდელმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გააზიარა, სადაც საცურაო კოსტიუმი აცვია და მზის ჩასვლას უყურებს. „დიდებული უქმეების დიდებული დასასრული“, – დააწერა მან ფოტოს, რომელიც მალიბუში არის გადაღებული, სადაც სინდი ოჯახთან ერთად ისვენებს.
თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში მოდელმა აღიარა: „არ აქვს მნიშვნელობა რას ვაკეთებ, არ ვაპირებ გამოვიყურებოდე როგორც 20 ან 30 წლის. მინდა 50 წლისაც ლამაზი ვიყო“.