მიუხედავად იმისა, რომ „ოსკარის“ ნომინანტთა ვინაობა იანვარში გახდება ცნობილი, უკვე არის ვარაუდი, რომ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ,,ოსკარზე” აუცილებლად წარდგენენ რენე ზელვეგერს. 50 წლის მსახიობმა მთავარი როლი შეასრულა ბიოპიკში „ჯუდი“, სადაც მან მსახიობი ჯუდი გარლენდი განასახიერა.
იქამდე კი ზელვეგერი ამერიკის კინომსახიობთა გილდიას ეწვია, სადაც ჟურნალისტებს შეხვდა. ის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა შავი ფერის ორბორტიან პიჯაკში, დახეულ ჯინსებსა და შუზებში. ანსამბლს კი ბერეტი ასრულებდა. რენე ზელვეგერმა ჯერ ფოტოგრაფებისთვის იპოზიორა, შემდეგ კი ჟურნალისტებთან გადაინაცვლა. მსახიობმა ვრცლად ისაუბრა იმაზე, რა გამოწვევების წინაშე იდგა ფილმის გადაღებების დროს.