ნიკოლ კიდმანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ასაკის მიუხედავად იდეალურ ფორმაშია. 50 წლის ვარსკვლავმა 2017 წელს ერთდროულად 5 ფილმში მიიღო მონაწილეობა. ამჯერად ეკრანებზე გამოვიდა მსახიობის კიდევ ერთი ახალი ფილმის თრეილერი. კინოსურათში The Killing of a Sacred Deer კიდმანი ინტიმურ სცენებში გამოჩნდა და კიდევ ერთხელ აალაპარაკა საზოგადოება.
საინტერესოა, რომ ფილმში კიდევ ერთი ვარსკვლავი, კოლინ ფარელი მონაწილეობს. მიუხედავად იმისა, რომ ის კიდმანზე 9 წლით უმცროსია, ეკრანზე ეს სხვაობა არ იგრძნობა. თრეილერში ჩანს, რომ ფარელი და კიდმანი ეკრანზე მეუღლეებს განასახიერებენ.